როგორ მოიქცნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, როდესაც ბავშვის დედამ სთხოვა, ხმამაღლა არ ეყვირათ, რადგან მისი 15 თვის შვილი ძალიან შეშინებული იყო
ლიბანში მიმდინარე პროტესტები რამდენიმე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ახალ საგადასახადო სისტემას და პოლიტიკურ ელიტაში კორუფციასა და ძალაუფლების რამდენიმე ადამიანის ხელში კონსოლიდირებას აპროტესტებენ.
პროტესტის შუაგულში მანქანით მოხვედრილი დედა და 15 თვის შვილი გზას ვერ იკვლევდნენ, რა დროსაც დედამ პროტესტის მონაწილეებს სთხოვა, ხმამაღლა არ ეყვირათ, რადგანაც პატარა შეშინებული იყო.
ამ დროს აქციის ყველა მონაწილემ პატარას საბავშვო სიმღერა Baby Shark უმღერა.