სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60 %-იან წილს ყადაღა დაადო
თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ს ყადაღა დაადო. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.
"ჩვენ დღეს ჩავიბარებთ სასამართლოს ამ განჩინებას და შემდეგ საჯარო რეესტრში წავიღებთ და უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდება ყადაღა "რუსთავის 2"-ის 60%-იან წილზე", - განაცხადა კოჟორიძემ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.