რა ხდებოდა დღეს თელავში საპროტესტო აქციაზე
თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
საპროტესო აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს სცენა ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას დაეთმობა, რომ მათ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრონ. მათივე განცხადებით, მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” მიზანია, ხელისუფლება მშვიდობიანი “პროპორციული არჩევნების გზით, სახლში გაუშვან”.
აქციის დაწყებამდე აქტივისტებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტომობილებით მსვლელობაც მოაწყვეს.