"როგორ იქცევით, რა არის ეს?!" - გახარიამ ჟურნალისტები დატუქსა, როდესაც ატოცთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას სთხოვდნენ
ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის, „ბორდერიზაციის“ გაგრძელება, რაც დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გორში განუცხადა.