ვინ არის მამაკაცი, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა - მის სანახავად მინისტრი თურნავა მივიდა საავადმყოფოში
სახლი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელს, იოსებ ჯავახიშვილს ეკუთვნის. ის, სხვა დაშავებულებთან ერთად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მის მოსანახულებლად ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მივიდა.