ავტომობილი 4 წლის ბავშვსა და 33 წლის ქალს ზებრა-გადასასვლელზე დაეჯახა: ნათლია და ნათლული საავადმყოფოში გადაიყვანეს
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. მოტოციკლი ქვეითებს, ნათლიას და ნათლულს ზებრა-გადასასვლელზე დაეჯახა.
ავარიის შედეგად 4 წლის ბავშვი და 33 წლის ქალი დაშავდნენ. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მცირეწლოვანი თბილისში, ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ქალს კი ამ დროისთვის ქირურგიულ განყოფილებაში ოპერაცია უტარდება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი. ვიდეოს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.