loader

"გვცემდნენ, ძალადობდნენ, გვსჯიდნენ..." - ამბავი ნიგერიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვცემდნენ, ძალადობდნენ, გვსჯიდნენ..." - ამბავი ნიგერიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ჩრდილოეთ ნიგერიის შტატ კაცინაში პოლიციამ 67 მამაკაცი და ბავშვი ისლამური სკოლა-ინტერნატიდან ტყვეობისგან იხსნა. გათავისუფლების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ მათ სასტიკად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ. მოსწავლეების თქმით, მათზე სექსუალურადაც ძალადობდნენ. ტყვეობიდან დახსნილი ისლამური სკოლის მოსწავლეების ასაკი 7-დან 40 წლამდე მერყეობს.

ეს ისლამურ სკოლაში მოსწავლეებზე ძალადობის გამოვლინების პირველი შემთხვევა არ არის. წინა თვეში მსგავსი ფაქტი კადუნას შტატში მოხდა, სადაც ტყვეობიდან 300-მდე მოსწავლე იხსნეს.

ისლამური სკოლები, ცნობილი, როგორც "ალმაჯირი", გავრცელებულია ძირითადად ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში.
"გვცემდნენ, ძალადობდნენ, გვსჯიდნენ... ავრცელებდნენ ცრუ ვერსიას, თითქოს გვასწავლიდნენ. რეალურად კი, მხოლოდ ძალადობდნენ ჩვენზე", - აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული.

დაკავებულია 2 მასწავლებელი და სკოლის მფლობელი.
ჩრდილოეთ ნიგერიაში არსებულ მსგავს სკოლებთან დაკავშირებით ათეულობით ანგარიში ქვეყნდებოდა, რომლებშიც აღნიშნულია, რომ ხშირია ძალადობის და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები და შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს მოწყალების სათხოვნელად გარეთ გასვლას აიძულებდნენ.
პრეზიდენტი ბუჰარი რელიგიურ ლიდერებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და გამოააშკარაონ მსგავსი ფაქტები. ეს პრობლემა ქვეყნის მასშტაბით ცნობილია, თუმცა იგნორირებულია საზოგადოების მიერ.