loader

"მინდა კიდევ ერთი სიახლე შევატყობინო ტაქსის მფლობელებს" - კახა კალაძის ახალი შეთავაზება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა კიდევ ერთი სიახლე შევატყობინო ტაქსის მფლობელებს" - კახა კალაძის ახალი შეთავაზება

1-ლი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მძღოლებს ვაუჩერის მიღება ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლებათ. ამასთან, ის მძღოლები, რომლებიც ვაუჩერით ისარგებლებენ, საჩუქრად კომპანია „ვიანორის“ 20%-იან ფასდაკლების ბარათს მიიღებენ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეტყობინების სახით მიუვათ ყველა სერვისცენტრის მისამართი, სადაც ისინი შეძლებენ აღნიშნული ვაუჩერის მიღებას.