loader

პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა - პირველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა - პირველი კადრები

პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდი, სავარაუდოდ, გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი წესების დარღვევით არ მოძრაობდა.

პირველადი დათვალიერებით დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც "პალიტრავიდეოს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: ეკა წივწივაძე