შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი გაიმართა - პირდაპირი ეთერის ჩანაწერი
შარდენზე წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ დასრულდა.
ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალ allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს როგორც დიდმა კომპანიებმა, ასევე მცირე მარნებმა და სტარტაპებმა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით, ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანმა შეძლო გართობა.
ფესტივალი გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა. ამის შემდეგ სცენა ანსამბლმა "შვიდკაცამ" დაიკავა. ფესტივალის სასცენო პროგრამა სამ ეტაპად იყოფოდა: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდა ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა: "თორდა", "ადილეი", "მარუა", "რანინა" და ცეკვის ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენა დაიკავეს ისეთმა ბენდები, როგორიცაა: რეზო და ბავშვები და ელის ბენდი.
ასევე, წიგნის მოყვარულებს „პალიტრა L“-მა მისცა შესაძლებლობა, ამერიკელი მწერლის ელის ფეირინგის წიგნის - „ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში“ წარდგენას დასწრებოდნენ.
ამასთან, ჩატარდა გასართობი შოუები, თეატრალური და ცეცხლოვანი შოუს, ოჩოფეხების, მიმების, ბენდების, ცეკვის ანსამბლებისა და ფოლკლორული ჯგუფების, ასევე დრამების შოუს მონაწილეობით.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალმა წელს ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო, რადგან ამ ფესტივალის გამო საქართველოში უკვე სპეციალურად უცხოეთიდან ჩამოდიან.