ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში "შმაქსით" მიდის
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია, რომელსაც დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პირველი სასამართლო სხდომა აქვს, საქალაქო სასამართლოში "შმაქსით" მიდის. როგორც დეპუტატი ამბობს, "გირჩის" ახალი საგანმანათლებლო პროექტი "შმაქსი" მნიშვნელოვანია, რადგან ის ადამიანების თავისუფლებას ემსახურება.