სკანდალში გახვეული "აპოლოს" არქიტექტორი ვიდეომიმართვას ავრცელებს - "ერთი შესასვლელი აქვს, მხოლოდ ერთი!.."
რამდენიმე დღეა "ფეისბუქში" აქტიური განხილვის საგანია კინოთეატრ "აპოლოს" რეაბილიტაციის საკითხი და პროექტის არქიტექტორის, ნიკა ლეკვეიშვილის ფრაზა, რომელიც მან გადაცემაში "რეალური სივრცე" თქვა, თუმცა, როგორც თავად ნიკა ლეკვეიშვილი ამბობს, მისი ნათქვამი საზოგადოებამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად განიხილა. სწორედ იმის განსამარტად, თუ რას გულისხმობდა საკუთარ ნათქვამში, მან ვიდეომიმართვა ჩაწერა.