loader

რა სიტყვებით დატოვა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სიტყვებით დატოვა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი?

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ, - ამის შესახებ ნათქვამია ვანო ზარდიაშვილის განცხადებაში, რომელიც მან დეპუტატის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

მისივე თქმით, საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, "თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი".