loader

"საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის შენობას "არსუკიძის პრიზი" მიენიჭა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის შენობას "არსუკიძის პრიზი" მიენიჭა

"საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის შენობას, არქიტექტორთა კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, "არსუკიძის პრიზი" მიენიჭა. 40 სანტიმეტრი სიმაღლის ბრინჯაოს კომპოზიცია უკვე განთავსდა მეოცე საუკუნის ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად წოდებულ შენობაში.
"საქართველოს ბანკისთვის" ჯილდოს გადაცემა არქიტექტორთა საერთაშორისო დღის ფარგლებში მოხდა.

საქართველოს საავტომობილო გზების ყოფილი შენობა, ახლა უკვე "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისი, აგებულია 1975 წელს გიორგი ჩახავასა და ზურაბ ჯალაღანიას პროექტის მიხედვით. შენობის კონსტრუქტორი თემო თხილავა იყო.

28-სართულიან შენობას 13 00 კვ.მ ფართობი უკავია. 2007 წელს შენობა "საქართველოს ბანკმა" შეიძინა, 2010 წლიდან კი სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო და ამ არქიტექტურულ შედევრს ახალი სიცოცხლე აჩუქა.
1975 წლიდან დღემდე, შენობამ დიდი ყურადღება დაიმსახურა დასავლური არქიტექტურული ჟურნალებისა და გამოცემებისგან, როგორც კონსტრუქტივიზმის თვალსაჩინო მაგალითმა.