"მე შეგინდობ... ქრისტესთან უნდა წახვიდე" - მამაკაცი ძმის მკვლელობაში ბრალდებულს შენდობის ნიშნად სასამართლო პროცესზე ჩაეხუტა
ამერიკელი ამბერ გაიგერი მეზობლის მკვლელობაშია ბრალდებული. მას 10 წელი მიესაჯა. სასამართლო პროცესი კი ემოციებით საკმაოდ დატვირთული იყო. მოკლულის ძმამ ამბერს შეუნდო და პატიების ნიშნად ჩაეხუტა. ვიდეო სოციალურ ქსელში ნამდვილად ჰიტად იქცა.