როგორ გამოიყურება კოტე მათითაშვილისა და მისი მეღლის "ციხესიმაგრე“, რომელიც პოპულარულმა ქირურგმა თავად დააპროექტა და მოაწყო
ცნობილი ექიმი კოტე მათითაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილ დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეზე დაქორწინდა. ხელის მოწერამდე რამდენიმე დღით ადრე წყვილს შინ ვესტუმრეთ. სახლი, სადაც ამჟამად ეკა და კოტე ცხოვრობენ, დაახლოებით 10 წლის წინ კოტეს გემოვნებითაა აშენებულიც და გარემონტებულიც. როგორც ეკამ ხუმრობით აღნიშნა, ბინა ბიჭურადაა მოწყობილი, ტექნიკა, აუდიოაპარატურა - განტვირთვისთვის და დიდი მაცივარი გემრიელობებისთვის.