როგორ გამოიყურება დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის თბილისური, მყუდრო ბინა
მსახიობი დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ზაქარიაძის ქუჩაზე, პატარა და მყუდრო ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობენ. ბინა ქალბატონმა მარინამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ინტერიერი განსხვავებული, ფერადი და მიმზიდველია, ცოტა იდუმალიც კი. აქ ყველა კუთხეში შეხვდებით ორიგინალურ ნივთებს, ფერად სანათებს, ანგელოზებს, სხვადასხვაფერ ჩიტებს. ქალბატონი მარინას საიუველირო ხაზის მთავარი სიმბოლო ხომ სწორედ ჩიტია. თავის პირველ ნამუშევარსაც ამიტომ დაარქვა „ლურჯი ფრინველი“, რომელიც დღეს მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ნივთია.