"ფრანგი კონსულტანტი" თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერტსთან ერთად რეკლამაში გადაიღეს
თაკო ნაცვლიშვილი იტალიური ბრენდის "კალცედონიას" რეკლამაში ჯულია რობერტსთან ერთად გადაიღეს. ვიდეორგოლი ქალის თეთრეულის ბრენდის "ინსტაგრამზე" უკვე გამოჩნდა. თაკო ნაცვლიშვილი ახლა მოდის მენეჯმენტს სწავლობს მილანში, პარალელურად კი მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს.