ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ამ წუთებში ხანძარია - პირველი კადრები
თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. ცაბაძის 8 ნომერში ცეცხლი, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრის საწყობში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მოვაჭრეების და შენობაში მყოფი პირების ევაკუაციას ახორციელებენ.
სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მოვაჭრეების და შენობაში მყოფი პირების ევაკუაციას ახორციელებენ.