loader

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა - ბოლო 50 წლის განმავლობაში, ეს ყინულოვანი კონტინენტის ყველაზე დიდი დანაკარგია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა - ბოლო 50 წლის განმავლობაში, ეს ყინულოვანი კონტინენტის ყველაზე დიდი დანაკარგია

ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აისბერგის ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრია.

მეცნიერების მტკიცებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი აისბერგია, რომელიც ყინულოვან კონტინენტს მოსწყდა. ისინი აცხადებენ, რომ აისბერგს მუდმივი დაკვირვება სჭირდება, რათა გემებს ოკეანეში გადაადგილებისას საფრთხე არ შეუქმნას.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ანტარქტიდიდან აისბერგების მოწყვეტის რაოდენობა გაიზარდა, რასაც კლიმატურ ცვლილებასა და გლობალურ დათბობას უკავშირებენ.