"შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ" - ადა მარშანია გიგა ბოკერიას და ყვირილი პარლამენტში
სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა, - ამ სიტყვებით "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრებს მიმართა. ადა მარშანიას გაღიზიანება სხდომაზე გიგა ბოკერიას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელიც "მუხროვანის ამბოხზე" საუბრობდა.