163 წამში გაიგებთ, რითი გვემუქრება გლობალური დათბობა
მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ 2015-19 წლების კლიმატურ მდგომარეობაზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქვეყნები სათბური გაზების ემისიის შემცირების შესახებ აღებულ ვალდებულებას არ ასრულებენ. მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატური ცვლილებები უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ამას წლების წინ ვარაუდობდნენ.
ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი თითქმის ყოველ წელს ფიქსირდება, ყინული კიდევ უფრო სწრაფად დნება, ხოლო ოკეანის დონე და წყლის მჟავიანობა კიდევ უფრო იზრდება.
ანგარიშის ავტორები შეუქცევადი პროცესების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიო ლიდერებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.