ძლიერი ხანძარი საფრანგეთის ქიმიურ ქარხანაში - ადგილობრივებს გარეთ გასვლა აუკრძალეს, დაიხურა სკოლებიც
საფრანგეთის ქალაქ რუანის ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა მის ლიკვიდაციას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.
ძლიერ ხანძარს 200 მეხანძრე ებრძოდა. სამართალდამცველებმა ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენა სთხოვეს. ახლოს მდებარე სკოლებში შეწყვეტილია სწავლა.
ძლიერ ხანძარს 200 მეხანძრე ებრძოდა. სამართალდამცველებმა ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენა სთხოვეს. ახლოს მდებარე სკოლებში შეწყვეტილია სწავლა.