"იცით, რა რთულია, როცა სახლში საჭმელი არ გაქვს? ზოგი ვერ გამიგებს" - 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ოჯახის უმძიმესი ყოფა და შვილის ემოციური მიმართვა მამას
ეს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლეა, რომელიც თითქმის 2 თვეა მეუღლის საპატიმროდან გამოშვებას უშედეგოდ ითხოვს. ის ამბობს, რომ მისი მეუღლე უდანაშაულოა.
ლევან ჯიქურს მეუღლე და ერთ შვილი ჰყავს. მათ ოჯახში მძიმე სოციალური პირობებია. მიუხედავად იმისა, რომ ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. ლევანი წლების წინ ეტლით მოსარგებლე იყო. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ის ფეხზე წამოდგა, დაპატიმრების შემდეგ კი მისი მდგომარეობა ისევ გაუარესდა, ახლა მას დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია.