თვალებახვეული და ხელებშეკრული მუსლიმი პატიმრები ჩინეთში - დრონის შოკისმომგვრელი კადრები ინტერნეტში გავრცელდა
კადრები ჩინეთის სინძიანის რაიონშია გადაღებული. ვიდეო "იუთუბზე" ანონიმურად გასულ კვირას დადეს. გავრცელებული ცნობით, პატიმრები უიგურები და სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც ლურჯი და ყვითელი ფორმები აცვიათ.
როგორც გარდიანი წერს, კიბერპოლიტიკის საკითხებში მკვლევარის, ნათან რუსერის მოსაზრებით, კადრები ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გასული წლის აგვისტოშია გადაღებული.
იყავი პირველი!