loader

"გაღიზიანებული ვიყავი, დეპრესია მქონდა" - რას სთხოვენ მჯდომარე ანასტასიას და რა სასწაულის მომსწრეები გახდნენ მის საფლავზე მისული მომლოცველები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაღიზიანებული ვიყავი, დეპრესია მქონდა" - რას სთხოვენ მჯდომარე ანასტასიას და რა სასწაულის მომსწრეები გახდნენ მის საფლავზე მისული მომლოცველები

კუკიის სასაფლაოზე ერთი გამორჩეული საფლავია. 44 წლის წინ გარდაცვლილი ანასტასიას საფლავზე მიმსვლელებს თან ვაშლები მიაქვთ, რომლებსაც ჯვრის სახით აწყობენ.

ვაშლების მიტანის ტრადიცია ერთ ისტორიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მჯდომარე ანასტასიამ ავადმყოფი ქალი ვაშლით განკურნა. მჯდომარედ ყოფნის მძიმე ტვირთი 19 წლისამ საყვარელი ადამიანის თვითმკვლელობის გამო იტვირთა.

ანასტასიას სალოსობა სწორედ მაშინ დაუწყია, როცა საქმრო მკვდარი უნახავს, შემძვრალა საღორეში და აღარ გამოდიოდა. იკვებებოდა სალაფავით. წლების შემდეგ კი ეზოში, დაბალ სკამზე დამჯდარა და აღარც ამდგარა. 

იგი 1884 წელს დაიბადა და 84 წლის ასაკში, 1970 წელს გარდაიცვალა. 19 წლიდან კი 65 წელი მჯდომარემ გაატარა.