loader

"ნებისმიერი ადამიანის დასასრული არის სნეულება და გარდაცვალება..." - მეუფე შიოს ქადაგება მათთვის, ვინც მატერიალურ ღირებულებებზე ზედმეტად მიჯაჭვულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნებისმიერი ადამიანის დასასრული არის სნეულება და გარდაცვალება..." - მეუფე შიოს ქადაგება მათთვის, ვინც მატერიალურ ღირებულებებზე ზედმეტად მიჯაჭვულია

ნებისმიერი ადამიანის დასასრული, ეს არის სნეულება და გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ(მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ სახარებიდან საქორწილო ნადიმის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალი იესო ქრისტე ყველა ადამიანს ეპატიჟება საქორწილო ნადიმზე, ანუ მარადიულ ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ამაზე უარს ამბობს.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, წმინდა მამების ქადაგებებში აღნიშნულია, რომ ადამიანმა ერთი წამითაც რომ შეიგრძნოს ის ნეტარება, რაც ცათა სასუფეველში მას მოელის, მზად იქნებოდა 1000 წელი დიდ გაჭირვებაში იყოს.