როგორ დაიცვა ჟურნალისტებისგან პატარა ბიჭუნამ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი
აშშ-ში ვიზიტის დროს, ერთ-ერთი შეხვედრისას გრეტა თუნბერგმა ინტერვიუზე უარი თქვა, თუმცა, ფოტოგრაფების მაინც ცდილობდნენ მისთვის სურათების გადაღებას, რა დროსაც, პატარა ბიჭუნამ ფოტოჟურნალისტებისგან მისი დაცვა სცადა.
გრეტას ასპერგერის სინდრომი აქვს, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება.
16 წლის შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი, ცოტა ხნის წინ, იალქნიანი ნავით ევროპიდან ამერიკაში ჩავიდა. ახალგაზრდა ეკოაქტივისტი მსოფლიომ ერთი წლის წინ გაიცნო, როცა სკოლაში წასვლის ნაცვლად, ის შვედეთის პარლამენტის შენობასთან მივიდა მოთხოვნით - პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად.
გრეტა შვედეთის მთავრობას კარბონის ემისიის პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანას სთხოვდა.