loader

რა ხდება ჯიბღაშვილის თავს სამართლებრივი კუთხით მას შემდეგ, რაც ნარკოდანაშაულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ჯიბღაშვილის თავს სამართლებრივი კუთხით მას შემდეგ, რაც ნარკოდანაშაულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს.

როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა ნანა ჯაყელმა განაცხადა, დაცვის მხარეს მათთვის ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართული აქვს, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა ასევე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომელიც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო. სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვის ეტაპზე ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო.
შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.