ახალი დეტალები არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაზე დაკავებულთა საქმეზე - რაზე საუბრობს კრიმინალური პოლიცია
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე შსს-მ გამსაღებელთა ჯგუფიც დააკავა. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქმის მასალებით და ფინანსურ ტრანზაქციებზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა საბავშვო პორნოგრაფიული მასალების რეალიზაცია მოახდინეს.
შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში ყველა შესაბამისი პირია ჩართული, რათა ბავშვთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.
შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში ყველა შესაბამისი პირია ჩართული, რათა ბავშვთა უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.