დააკვირდით, როგორ იცვლება მთავარი პოლიტიკური პერსონების და ინსტიტუციების მიმართ ნდობა წლების მიხედვით: 6 სლაიდი NDI-ს კვლევიდან
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტი საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ - ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.