პანიკა სტამბოლში მას შემდეგ, რაც ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა და ციდან რკინის ნაწილები ცვიოდა
18 სექტემბერს სტამბოლში, ტუზლას რაიონში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Haber Global-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხანძარს აფეთქება მოჰყვა, რომლის გამოც ციდან რკინის გიგანტური ნაწილები ცვიოდა.
ხანძრის ლოკალიზების დროს ორმა მეხანძრემ სხეულის დაზიანებები მიიღო, შვიდი ადამიანი ჰაერში გაბნეული ტოქსიკური ნივთიერებებით მოიწამლა.
ხანძრის ლოკალიზების დროს ორმა მეხანძრემ სხეულის დაზიანებები მიიღო, შვიდი ადამიანი ჰაერში გაბნეული ტოქსიკური ნივთიერებებით მოიწამლა.