loader

სრული სურათი: ვინ განახორციელა დრონებით შეტევა საუდის არაბეთზე და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი მსოფლიოში ნავთობის ფასზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სრული სურათი: ვინ განახორციელა დრონებით შეტევა საუდის არაბეთზე და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი მსოფლიოში ნავთობის ფასზე

14 სექტემბერს საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე, მათ შორის, მსოფლიოში უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, უპილოტო საფრენი აპარატებით და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 19 სამიზნე ობიექტი დაზიანდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა.
აშშ, თანამგზავრიდან მიღებულ ფოტოებსა და სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ საუდის არაბეთში მდებარე ობიექტებზე დარტყმა ირანის ან ერაყის ტერიტორიიდან ან სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილიდან განხორციელდა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ირანი მსოფლიო ენერგომომარაგებაში უპრეცედენტო თავდასხმაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა ირანმა ამ „აგრესიის გამო პასუხი აგოს“.
აშშ-ის ბრალდება, რომ საუდის არაბეთში უპილოტო საფრენი აპარატებით ნავთობობიექტზე თავდასხმის უკან თეირანი დგას, ირანმა უარყო. მეტიც, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრალდებებს უაზრო და გაუგებარი უწოდა.