"ბებო, შენი ოცნება ასრულდა..." - 91 წლის ბებო რძალმა პარიზში წაიყვანა
"ჩემს დედამთილს, ნათელა ფარემუზაშვილს, რომელიც 52 წლის მანძილზე ასწავლიდა სკოლაში ფრანგულ ენას, და ჰქონდა პარიზის მონახულების აუხდენელი ოცნება, დღეს 15 სექტემბერს, 91 წლის ასაკში ეს ოცნება ასრულდა" - წერს სოციალურ ქსელში მარია პაპაშვილი.