ესპანეთში უკანასკნელი 140 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა - კადრები დატბორილი ქალაქებიდან
ესპანეთში ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ხუთი, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ექვსი ადამიანი მიიჩნევა.
დაღუპულები ასევე არიან ალმერიაში, გრანადასა და ალიკანტეში. ესპანეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა. ამინდის წყაროებზე დაყრდნობით, ეს უკანასკნელი 140 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა.
ძლიერ წვიმას თან ახლავს ქარი და ჭექა-ქუხილი. უამინდობის გამო ათობით სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერდა. დატბორილია გზები, შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც.