loader

საშინელი ტრაგედია ზესტაფონში - დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი ტრაგედია ზესტაფონში - დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა და ორი შვილი გარდაიცვალა. ბავშვების ასაკი 2 და 4 წელია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ახლობლებმა დაღუპულები დღეს აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ეზობლები ტრაგედიის ერთ-ერთ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა. მათივე ინფორმაციით, 25 წლის ქალი მეუღლესთან გაშორებული იყო და მცირეწლოვან შვილებთან მარტო ცხოვრობდა. შვილების ასაკი კი - 2 და 4 წელი იყო. მეზობლების ინფორმაციით, ის დილიდან არ გამოჩენილა და ახლობლებმა მოაკითხეს. ისინი ბინაში, მეორე სართულზე, ფანჯრიდან შევიდნენ და გარდაცვლილები აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო და ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.

ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, ჯერ არ მომხდარა ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.


ასევე იხილეთ: ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები- 25 წლის ქალი ქმართან გაცილებული იყო და 2 და 4 წლის შვილებთან მარტო ცხოვრობდა