ესპანეთი: სტიქიის ზონა - დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 3 500 - კი ევაკუირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალენსიაში, მურსიასა და აღმოსავლეთ ანდალუსიაში მდინარეები ადიდდა. კოკისპირულმა წვიმამ გზებზე ქაოსი გამოიწვია, მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.
მურსიასა და ალმერიაში მდებარე ორი აეროპორტი დახურულია, მუშაობა შეაჩერა რამდენიმე სარკინიგზო სადგურმა. რეგიონში მდებარე სკოლების დიდ ნაწილში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ათასობით პოლიციელი, მეხანძრე და ჯარისკაცი.