loader

დედა-შვილის დაუჯერებელი ისტორია: ოჯახური იდილია 2017 წელს დაირღვა, როცა დედის "ფეისბუქზე" ყველასთვის მოულოდნელი შეტყობინება - "ალქაჯი მკვდარია!" გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედა-შვილის დაუჯერებელი ისტორია: ოჯახური იდილია 2017 წელს დაირღვა, როცა დედის "ფეისბუქზე" ყველასთვის მოულოდნელი შეტყობინება - "ალქაჯი მკვდარია!" გამოჩნდა

მართალია, დი დი ბლანჩარის მკვლელობამ მთელი ამერიკა შეძრა, მაგრამ სიმართლე, რომელსაც მოკლული ყველას და პირველ რიგში, საკუთარ სნეულ შვილს უმალავდა, ბევრად შემზარავი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

სნეული შვილის იდეალური დედა - მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდში 48 წლის კლოდილი, რომელსაც ყველა დი დის ეძახდა, სნეულ ქალიშვილთან ერთად 2010 წელს გადაბარგდა ლუიზიანიდან დამანგრეველი ქარიშხლის შემდეგ, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ აშენებულ, პატარა ვარდისფერ ბუნგალოში დასახლდა და სწრაფად იქცა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად. მუდამ მომღიმარ, ყოველთვის კეთილგანწყობილ დი დის, რომელსაც ძალიან უყვარდა კაშკაშა ფერის სამოსი და ბაფთები თმაში, მეზობლები საოცრად კეთილ, გულისხმიერ ქალბატონად ახასიათებდნენ, რადგან არასდროს ამბობდა უარს დახმარებაზე, ადვილად იძენდა მეგობრებს და ერთგულებით იმსახურებდა მათ ნდობას.