loader

შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, როგორ აწევინებს 15 წლის ძმა მცირეწლოვან დას მარიხუანას, გამოძიება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, როგორ აწევინებს 15 წლის ძმა მცირეწლოვან დას მარიხუანას, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა.
საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.