"თვალები სხვადასხვა მხარეს გაურბის და არაადეკვატურია" - დიმა ბილანმა თავისი ქცევით მაყურებელი შოკში ჩააგდო
ცნობილი რუსი მომღერალი დიმა ბილანი სკანდალში გაეხვა. მაყურებლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვიდეოები ქალაქ სამარაში მისი გამოსვლიდან, სადაც ის არაადეკვატურად იქცევა: ხან სცენის იატაკზე წვება, ხან მიკროფონი უვარდება. ამასთან, ანონიმურმა წყარომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ კონცერტის შემდეგ ნახა ბილანი, რომელსაც "თვალები სხვადასხვა მხარეს გაურბოდა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა".
სამარის მცხოვრებლები შეურაცხყოფილი დარჩნენ მომღერლის შეუსაბამო საქციელით და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. თავად ბილანს და მის პროდიუსერს კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სამარის მცხოვრებლები შეურაცხყოფილი დარჩნენ მომღერლის შეუსაბამო საქციელით და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. თავად ბილანს და მის პროდიუსერს კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.