"მე ვარ ალალი და ამდენი ხანია მტანჯავენ" - 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის სიტყვები, როცა ის სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს
რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება-პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა.
ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. ამას არ ეთანხმება პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა სცადოს და საფრთხე შეუქმნას გაშემომყოფებს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმები დაიკითხნენ, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოს გამომძიებლები. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს მკვლელობის დღე და შემთხვევის ადგილზე მიმდიანრე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით უპასუხეს კითხვებს. დღეს ასევე, პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა ერთ-ერთი ექსპერტის დისტანციაური წესით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა,რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვას ედავება. მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
ავტორი: ნათია წითელაური