loader

"თქვენი ცრემლიანი და უიმედო თვალები მომენატრა" - რას წერს დედა, რომლის 16 წლის შვილი 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი ცრემლიანი და უიმედო თვალები მომენატრა" - რას წერს დედა, რომლის 16 წლის შვილი 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

"მომენატრა თამუნა ექიმო...
თქვენი ცრემლიანი და უიმედო თვალები მომენატრა, ხანდახან თქვენს თვალებში რომ ვიპოვიდი სადღაც სიღრმეში იმედს... იქნებ სასწაული მოხდესო...
მომენატრა ის დღეები, მაშინ რომ გულგახეთქილი ამოვდიოდი და სულ პატარა იმედი მინდოდა თქვენს თვალებში მეპოვა...
მომენატრეთ ყველა...
მომენატრა ის აპარატი, გულგახეთქილი ჯერ ლუკას რომ შევხედავდი და მერე მონაცემებს...
რომელიც ლუკას გულისფეთქვას მასმენინებდაააა
რა გავაკეთოოო
ყველას გეკითხებით
რა გავაკეთოოო
მეჯავრება სიტყვა... გამაგრდი...
თქვენი ჩახუტება მომენატრა.. თითქოს ენერგიას ვცვლიდით ერთმანეთში
თქვენი თვალები მაშინებდა, კარგის თქმა რომ ძალიან გინდოდათ, მაგრამ ვერ მეუბნებოდით...
ყველას ვეკითხები...
რა გავაკეთოოოო" - წერს სოციალურ ქსელში 16 წლის მოზარდის დედა, რომელიც 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.