როგორ გადანაწილდა წილები კეზერაშვილის ჯერ არ გახსნილ ტელევიზიაში
დავით კეზერაშვილი "TV ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალი ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით სამეწარმეო რეესტრში ოფიციალურად უკვე დარეგისტრირდა. ის "TV ფორმულის" 51%-იანი წილის მფლობელი გახდა.
რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დანარჩენ 49%-ს "ფორმულა კრეატივის" დამფუძნებლები ფლობენ. მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა ტელეკომპანიაში 12.25%-იანი წილის მფლობელები არიან. კომპანიის დირექტორი არის ზურაბ გუმბარიძე.
საინფორმაციო სამსახურს "რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.
სრულად