იარაღის წარმოება, მილიონამდე რეზერვისტი - ირაკლი ღარიბაშვილის ყველა ინიციატივა და პარლამენტში გამოსვლის ჩანაწერი
ჩემი მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის ძალიან მოკლე პერიოდში, მე ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგად ესმის, რამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუკი მას პარლამენტი აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცებს. ამასთან, მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის მოტივირებულია, რათა ჯარისთვის ბოლომდე დაიხარჯოს.