ბაჰამის კუნძულებს გამანადგურებელმა ქარიშხალმა გადაუარა: "დორიანი" ყველაზე ძლიერი შტორმია, რაც კი ოდესმე ამ ქვეყანას გამოუცდია
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ "დორიანის" შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჰუბერტ მინისის განცხადებით, დაღუპვის ფაქტები ჩრდილოაღმოსავლეთ აბაკოს კუნძულზე დადასტურდა.
სტიქიამ 13 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა ან გაანადგურა. ქარიშხალს თან დაერთო ძლიერი წყალდიდობა, დატბორილია სახლები და ქუჩები, დაზიანებულია ავტომანქანებიც. ქარმა მოგლიჯა ხეები.
"დორიანი" ყველაზე ძლიერი შტორმია, რაც კი ოდესმე ბაჰამის კუნძულებზე გამოუცდიათ. მას მეხუთე კატეგორია მიენიჭა. ამჟამად იგი აშშ-ის სანაპიროებს უახლოვდება. "დორიანი" მომდევნო რამდენიმე დღეში ძლიერი ქარიშხლის დონეს შეინარჩუნებს. ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.