loader

"ყველაზე დიდ პრობლემას, იცით, რა წარმოადგენს?" - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის კრიტიკული გამოსვლა შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე დიდ პრობლემას, იცით, რა წარმოადგენს?" - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის კრიტიკული გამოსვლა შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე

"ყველაზე დიდ პრობლემას, იცით, რა წარმოადგენს? დღესაც თქვენ შესაძლებლობას აძლევთ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", ისევ ამ კატეგორიებში ილაპარაკონ. პროდასავლური, პრორუსული და ამ უშინაარსო დისკუსიებში შედიხართ თქვენც. იცით, რატომ შედიხართ ამ დისკუსიებში? იმიტომ, რომ თქვენთვისაც კომფორტულია. თუ ამაზე არ ილაპარაკებთ, მაშინ  უნდა ილაპარაკოთ სიღარიბეზე, ეკონომიკაზე, განათლებაზე, გაჭირვებაზე, რომელიც ქვეყანაშია, მაგრამ ამაზე თქვენ საუბარი არ გინდათ, იმიტომ, რომ ამ პრობლემაზე პასუხები არ გაქვთ" - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა, ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" თებერვალში დატოვა. დეპუტატმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მის მიერ მომზადებული "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტი პირველივე მოსმენაზე ჩააგდო.