loader

თურქეთში ისტორიულ ქალაქს განადგურებამდე რამდენიმე კვირა აშორებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ისტორიულ ქალაქს განადგურებამდე რამდენიმე კვირა აშორებს

ისტორიულ თურქულ ქალაქს, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობს, განადგურებას რამდენიმე კვირა აშორებს. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ათწლეულების მანძილზე მიმდინარე საწინააღმდეგო კამპანია უგულებელყვეს და ქალაქის დატბორვის თავიანთი გეგმა გაიტანეს.

ქალაქი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ტიგროსზე მდებარეობს, ილუსუს კაშხლის მშენებლობის პროექტის ფარგლებში დაიტბორება, რომელმაც რეგიონისთვის ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

უკვე მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ისტორიულ ქალაქ ჰასანქეიფს შემოსაზღვრავენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი სულ რამდენიმე თვე რჩება იმისთვის, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაცალოს.

არსებული ისტორიული მონაცემების თანახმად, ქალაქი ჰასანქეიფი 12 ათასი წლისაა, რის გამოც ის პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებაა მესოპოტამიაში. თუმცა, როგორც კი მოსახლეობა ქალაქს დაცლის, ისტორიულ ღირსშესანიშნაობები მაშინვე წყლით დაიფარება.