"სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება არც კი განიხილება" - ამოწურულია ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება არც კი განიხილება. ამის შესახებ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანასთან განუცხადა. მისი თქმით, ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ.
დარსალიას განცხადებით, მთავარი ამოცანა იყო, რომ საზოგადოებას თავისი თვალით ენახა აქ არსებული ვითარება.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ამოწურულია ულტიმატუმის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს. კერძოდ, საუბარია სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმებაზე.