loader

"გადმოვარდა ფანჯრიდან ბავშვიო, გამვლელი მანქანის მძღოლმა აიყვანა" - რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-2 სართულიდან გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადმოვარდა ფანჯრიდან ბავშვიო, გამვლელი მანქანის მძღოლმა აიყვანა" - რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-2 სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბიჭი გადმოვარდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადეს, მომხდარზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ქუჩიდან ყვირილის ხმა შემოესმათ და ამბის გასაგებად საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდნენ. "გარეთ რომ გამოვედი, ბავშვს ასულიერებდნენ, კიბეზე წყალს ასხამდნენ", - განაცხადა დაშავებული მცირეწლოვნის მეზობელმა.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი ცენტრალურ გზაზე მოძრავი ავტომობილის მძღოლმა შენიშნა და მშობლებს დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანაში დაეხმარა.

მეზობლებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნეს, რომ მშობლების ცნობით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.