როდის დაიწყებს მაუწყებლობას "მთავარი არხი"?
ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მაუწყებლობას, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს დაიწყებს. ტელევიზია დროებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში განთავსდება. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განმარტებით ტექნიკა, რომელსაც არხი გამოიყენებს იბერიას ეკუთვნის. ამასთან ამ ეტაპზე უცნობია საინფორმაციო გამოშვების სახელწოდება, თუმცა ცნობილია, რომ მთავარი არხის ეთერში გავა კვირის აქცენტები, გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემის დასრულების შემდეგ.